სარკინიგზო კატასტროფას პოლონეთში 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 50 ადამიანი. ორი მატარებელი ერთმანეთს ვარშავა-კრაკოვის სარკინიგზო მაგისტრალზე, ქალაქ სჩეკოჩინთან შეეჯახა.
აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. ტუსკის თქმით, ეს მრავალი წლის განმავლობაში პოლონეთში მომხდარი ყველაზე ტრაგიკული სარკინიგზო კატასტროფაა.
ტუსკმა სამთავრობო კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად ინციდენტის ადგილიც მოინახულა.
მატარებლებში 350 მგზავრი იყო.