დღეს, 4 მარტს, დიდმარხვის პირველ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. ამ დღეს ეკლესია ხატმბრძოლობაზე გამარჯვებისა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს.
"მარხვის პირველ კვირას მართმადიდებლობის ზეიმი იმართება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ იყო პერიოდი, VII-VIII საუკუნეები, როცა ზოგიერთი ამბობდა, რომ ხატი არ არის საჭირო, ხატი არის კერპი. იყვნენ ისეთი ადამიანები, თავდადებულნი, სულიერნი, რომლიც ხედავდნენ ამ ხატში პირველსახეს. ხატი არის სარკმელი, რომლითაც ჩვენ ვხედავთ ზეცას, ვხედავთ ზეციურ სამყაროს", -აცხადებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მართლმადიდებლობის ზეიმზე წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ხატმბრძოლობა მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლოვაში მძვინვარებდა. ხატმბრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა.
წელს მარხვა 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.