დღეს, 4 მარტს, რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები სეპარატისტულ აფხაზეთშიც იმართება. საარჩევნო უბნები აფხაზეთის ყველა ქალაქში - სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში გახსნა.
"რუსეთის საელჩი აფხაზეთში მაცხოვრებელ ან დროებით ამ ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ხმის მიცემის პროცედურაში", _ იუწყება აფხაზური მედია.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის სავარძლისათვის იბრძვიან: რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირონოვსკი, რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი, პარტია "სპრავედლივაია როსიას" კანდიდატი სერგეი მირონოვი და ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი.