სირიის წითელი ნახევარმთვარისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა უცხო ქვეყნის დიპლომატებს ამერიკელი ჟურნალისტის მერი კოლვინისა და ფრანგი ფოტოგრაფის რემი ოშლიკის ცხედრები გადასცეს. ჟურნალისტები ქალაქ ჰომსში გასულ თვეს დაიღუპნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტების ცხედრების ნარჩენები საფრანგეთის ელჩს ერიკ შევალიესა და პოლონელ დიპლომატს გადასცეს, ვიცი საელჩოც სირიაში აშშ-ს ინტერესებს წარმოადგენს.
ჟურნალისტები 22 თებერვალს ქალაქ ჰომსის ბაბა-ამრ-ის რაიონის საარტილერიო დაცხრილვისას დაიღუპნენ. სირიის წითელი ჯვრის ხელმძღვანელის აბდელ-რახმან ალ-ატარის ინფორმაციით, ჟურბალისტების ცხედრები დამასკოში მდებარე ფრანგულ საავადმყოფოში მიიტანეს.