უკრაინა ხორბლის საექსპორტო მაჩვენებელს ამცირებს. ქვეყნის აგრარული პოლიტიკის სამინისტრომ მარკეტინგული წლის განმავლობაში, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის პროგნოზი 26 მლნ. ტონიდან 25,4 მლნ. ტონამდე შეამცირა. რასაც თავის მხრივ სამინისტრო ქვეყნის მოთხოვნილების დაკმაყოფილებით ხსნის, რადგანაც მარცვლეულის მოსავალი უამინდობამ გააფუჭა.
სამინისტრო განმარტავს ასევე იმისაც, რომ შიდა მოხმარების გარდა უნდა გაკეთდეს გარკვეული რეზერვებიც.
სამინისტროს ინფორმაციით, თებერვალში უკრაინამ 1,72 მლნ. ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა, საიდანაც 1,39 მლნ. ტონა სიმინდი, ხოლო 0,31 მლნ. ტონას ხორბალი იყო.