სირიის ქალაქ ჰომსიდან ვრცელდება იმფორმაცია იმის შესახებ, რომ სამთავრობო ჟარები ქალაქის ცალკეული რაიონების "წმენდას" აგრძელებენ. დილიდან ქალაქის რამდენიმე რაიონს მკვალვ არტილერია ცხრილავდა.
ამავდროულად წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ქალაქ ჰომსში ვერ შედიან და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული შვიდი სატვირთო ავტომობილი ვერ შეჰყავთ. შესაბამისად ვერ ახერხებენ ვერც დაჭრილების გამოყვანას. წითელი ჯვრის მთავარი მიზანი ქალაქ ხომსის ბაბა ამრ-ის რაიონში მოხვედრაა, რომელიც მცირე ხნის წინ სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციას შორის გამართული ბრძოლის ველი იყო.
მართალია სირიის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ წითელ ჯვარს ქალაქში შეუშვებდა, მაგრან ამ დრომდე ჰუმანიტარული დახმარების ქალქში შეტანაზე მათ თანმობა არ განუცხადებიათ.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად გაეროს მონაცემებით უკვე 7,5 ათას ადამიანზე მეტია დაღუპული.