გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა სირიის ხელისუფლება სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემატიურად ჩადენილ დანაშაულში დაადანაშაულა. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ ამბოხებულების შეიარაღება სირიაში არსებულ სიტუაციას ხელს არ შეუწყობს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხში მარცხი განიცადა და მოუწოდა დამასკოს ყველა ღონე იხმაროს სისხლისღვრის შესაჩერებლად და ოპოზიციასთან დიალოგის დასაწყებად.
პან გი მუნმა ასევე გამოთქვა შეშფოთება გავრცელებულ ინფორმაციასზე იმის შესახებ, რო მქალაქ ჰომსის მკვიდრთა მიმართ ასადის ჯარები წამებისა და დახვრეტის მეთოდებს მიმართავენ.
გუშინ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქ ჰომსში 17 ადამიანი დახვრიტეს.