"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს ქუთაისს სტუმრობენ. გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა ლეილა ქვაჩაკიძის ოჯახს დედის დღე მიულოცეს. ქვაჩაკიძეების ხუთსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ პროგრამაშია. "ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული დახმარების მიუხედავად ოჯახს უკიდურესად უჭირს.
"სამწუხაროდ ასეთ მდგომარეობაში ბევრი ოჯახია საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით საწყენია, როცა სოციალურად უკიდურესად უჭირს მრავალშვილიან ოჯახებს. ჩვენი მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო მათ მიმართ უფრო მეტ ყურადღებას იჩენდეს, საერთოდ არ არის ამ მიმართულებით პოლიტიკა შემუშავებული" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები