მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ახალგორის დევნილთა რაიონული ორგანიზაციის გახსნაზე პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაიცნო.
წილკანსა და წეროვანში ჩასახლებული დევნილები ხელისუფლების მხრიდან
უყურადღებობას უჩივიან და მძიმე სოცილურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს. წილკანში მცხოვრები დევნილებისთვის ჯერ კიდევ მოუგვარებელია დასაქმების, სკოლანდელი და სასკლორო განათლების, მედიკამენტების, ამბულატორიული მომსახურების და ტრანსპორტირების პრობლემები.
პარტია „განახლებული საქართველოსთვის" დევნილებს კანონმდებლობის ფარგლებში პრობლემების მოგვარებასა და უფასო იურიდიული კონსულტაციების გაწევას დაპირდა.
შეხვედრის ბოლოს პარტიის ახალგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, კენჭისყრის შედეგად ნაილი ნათაძე, ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერად კი ფატი პავლიაშვილი აირჩიეს.