ქვეყანა დამოუკიდებლად რაც მეტ პროგრესს მიაღწევს, უფრო ადვილი იქნება მისთვის, ევროსტრუქტურების თანასწორი და პერსპექტიული ნაწილი გახდეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ ყოფილმა ევროკომისარმა, გიუნტერ ფერჰოიგენმა განაცხადა.
მისი თქმით, ბექრაძესთან შეხვედრის დროს საქართველოში გატარებული რეფორმებზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაზე ისაუბრეს.
"თვალყურს ვადევნებ საქართველოს განვითრებას, ვარ სიმპატიით განწყობილი. რაც მეტ პროგრესს მიაღწევს ქვეყანა დამოუკიდებლად, მით მეტად ადვილი იქნება მისთვის გახდეს თანასწორი და პერსპექტიული ნაწილი ევროპული სტრუქტურებისა", - აღნიშნა ფერჰოიგენმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენლებს და მისი ორგანიზებულ ტრენენიგში მონაწილე შვიდი ქვეყნის ახალგაზრდა საჯარო მოხელეებს შეხვდა.