დაცვის უზრუნველმყოფი პირს მტკიცებულების ფიქსაცია ტექნიკური საშუალების გამოყენებით შესაძლებელი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებები პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა) და 281-ე (ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, როდესაც არსებობს მტკიცებულების განადგურების, დაზიანების, ან დაკარგვის საშიშროება, შემთხვევევის ადგილის დაცვის უზრუნველმყოფ უფლებამოსილ თანამდებობის პირს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დაწყებამდე შეუძლია მტკიცებულების ფიქსაცია ტექნიკური საშუალების გამოყენებით და შენახვა.