მოწმობა, რომელზედაც პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერია დატანილი, მისი იდენტიფიცირებისთვის საკმარისი გახდება.
"საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების განხორცილების შემდეგ პირს საშუალება მიეცემა პირადობის მოწმების ნაცვლად ბანკში მომსახურების მისაღებად მართვის მოწმობა გამოიყენოს.
ახალი რეგულაციით დგინდება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის, სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შეიძლება გამოყენებული იქნას პირის იდენტიფიცირებისთვის, როგორც ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ პირადობის დადასტურებისთვის აუცილებელი ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით გადამოწმებული იქნება სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში.