"სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენი რეფორმების წარმატებას ასე აფასებს გერმანული მხარე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბოშის ფონდის პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფოის ახალგაზრდა საჯარო მოხელეებს ტრეინინგი უტარდებათ.
"ამჯერად შვიდა სახელმწიფოს ახალგაზრდა მოხელეები არიან ჩამოსულები, სულ 33 ადამიანი. ბოშის ფონდმა გადაწყვიტა, რომ ეს ტრეინინგი ჩატრებულიყო ჩვენთან, რადგან მათი შეფასებით ამ რეგიონში საქართველო არის ყველაზე წარმატებული სახელმწიფო რეფორმების თვალსაზრისით", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ახალგაზრდა საჯარო მოსამსახურეები რეფორმების კუთხით საქართველოს გამოცდილებას გაცნობიან, კერძოდ კი რა გაკეთდა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში.
"რა თქმა უნდა, სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენი რეფორმების წარმატებას ასე აფასებს გერმანული მხარეც, ბოშის ფონდიც და იმედი მაქვს ყველა იმ ახალგაზრდა მოხელისთვის, რომელიც დღეს საქართველოშია, ქართული გამოცდილება ღირებული იქნება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.