ხვალ, 3 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეითთა საბრძოლო მანქანას, "ლაზიკას", პოლიგონზე გამოცდის. პრეზიდენტის თქმით, არავის წარმოედგინა, რომ საქართველო საბრძოლო, მუხლუხოიან მანქანას შექმნიდა.
"ვის წარმოედგინა, რომ საქართველოს შეუძლია საბრძოლო, მუხლუხოიანი მანქანის შექმნა ქართული სქემებით, ქართველი ინჟინრებით. ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო თვითონ ააწყობდა არტილერიას. ვეხვეწებოდით ვიღაცებს, რომ მოეცათ არტილერია, ხან დაგვადებდნენ ემბარგოს, ხან არა. უკეთესის კეთება დავიწყეთ, ვიდრე ისრაელს აქვს. ახლა გაიგებენ ისინი და დაინტერესდებიან", - განაცხადა სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, მისთვის გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც "ლაზიკას" აკრიტიკებენ.