ბანკ "რესპუბლიკაში" სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისთვის საცალო საბანკო მომსახურების ფართო არჩევანია. გაზაფხული მარტით იწყება, მარტს კი ქალბატონების ორი ულამაზესი დღესასწაული მოჰყვება. სწორედ მათთვის სხვადასხვა ტიპის საჩუქრების შესაძენად ბანკ "რესპუბლიკას" განსაკუთრებული შეთავაზება აქვს - 8 თვემდე 0%-იანი მომენტალური განვადებით ქალაქის ოცამდე სავაჭრო ობიექტში უამრავი ნივთის (მობილური ტელეფონების, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკისა, პარფიუმერიის) შეძენაა შესაძლებელი, თანაც პირველადი შენატანის გარეშე. შეთავაზება 3-დან 8 მარტის ჩათვლით მოქმედებს.
"ვფიქრობ, ბანკ "რესპუბლიკის" შეთავაზება მიმზიდველი იქნება იმ მომხმარებლებისთვის, ვინც მომავალი დღესასწაულებისთვის თავიანთი ქალბატონების გახარებას სხვადასხვა საჩუქრებით გეგმავს. ჩვენი აქციის ფარგლებში ისინი თამამად შეძლებენ მათთვის სასურველი ნივთების შეძენას."- განაცხადა ბანკ "რესპუბლიკის" კომერციულმა დირექტორმა რამაზ კუკულაძემ.
ბანკში განმარტავენ, რომ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ყველა ფილიალში, ასევე, ცხელ ხაზზე: 2 90 90 90. ვებგვერდზე: www.br.ge განთავსებული ინფორმაციის გარდა, იმავდროულად ბანკის თანამშრომლები დაინტერესებულ პირებს სიამოვნებით გააცნობენ აქციის პარტნიორი მაღაზიების ჩამონათვალს/კოორდინატებს.