საფრანგეთმა სირიაში საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის გაგრძელების გამო მიიღო. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გააკეთა.
"ის რაც ხდება სირიაში - ეს სკანდალურია. ქალაქი ჰომსი შესაძლოა პირისაგან მიწისა აღიგავოს. ჩვენ საგარეო საქმეთა მინისრტთან ალენ ჟიუპესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება სირიაში ჩვენი საელჩო დავხუროთ", - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.