თბილისში, დიდუბეში CO-თი 58 წლის მამაკაცი გაიგუდა. გივი კარიაული, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებლიდან გაჟონილი ბუნებრივი აირის შედეგად გარდაიცვალა.
მძიმე ინტოქსიკაცია მიიღო გივი კარიაულის მეუღლემაც. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა სახლში მალე გაწერეს.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.