იაპონიის ხელისუფლებამ კურილიის კუნძულებთან მიმართებაში ხისტი ფორმულირებები შეცვალა და ოფიციალურად უარი თქვა ტერმინ "უკანონო ოკუპაციას" გამოყენებაზე. იაპონიის მთავრობა იმედოვნებს, რომ ტონის შერბილება ხელს შეუწყობს რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას და ბოლოს და ბოლოს კურილიის კუთვნილებასთან მიმართებაში საკითხის გარკვევამდე მივა.
ამგვარი განცხადება დღეს ჩატარებულ მთავრობის სხდომაზე იქნა გაჟღერებული. ამიერიდან, აცხადებენ იაპონიის მთავრობაში, კურილიის კუნძულებთან მიმართებაში გამოყენებული იქნება ფორმულირება "დაკავებული იურიდიული საფუძვლის გარეშე".
აღსანიშნავია, რომ იაპონელი პოლიტიკოსების მიერ კურილიის კუნძულებთან მიმართებაში ტერმინ "ოკუპაციის" გამოყენება რუსეთის გაღიზიანებას იწვევდა.