მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მეტეოროლოგიურ სამსახურში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი უმეტესად თოვლის სახით, ხოლო აღმოსავლეთში კი ქარიანი ამინდები გაგრძელდებს.
სინოპტიკოსების განცხადებით, დასავლეთ საქართველოში ღამის ტემპერატურა მინუს 1-2 გრადუსამდე დაიწევს, აღმოსავლეთში კი მინუს 5-მდე. დღის ტემპერატურა პლიუს 6 გრადუსამდე იქნება მთელ საქართველოში.