ბრიტანულმა მუსიკალურმა ჟურნალმა New Musical Express-მა 1990-იანი წლების ყველაზე ცუდი სიმღერების რეიტინგი შეადგინა, რომლის პირველი ადგილი წილად ხვდა ჯგუფ Wet Wet Wet-ის მიერ შესრულებულ კომპოზიციას "Love Is All Around".
პირველად სიმღერა "Love Is All Around" ცნობილი გახდა 1967 წელს ჯგუფ The Troggs-ის შესრულებით. 1994 წელს იგი Wet Wet Wet-მა ჩაწერა ფილმისთვის "ოთხი ქორწილი და მხოლოდ დაკრძალვები". მაშინ კომპოზიცია დიდი პოპულარობით სარგებლობდა და 15 კვირის განმავლობაში ლიდერობდა ბრიტანულ ჰიტაღლუმზე.
მეორე ადგილი ცუდი სიმღერების რეიტინგში წილად ხვდა სელინ დიონის სიმღერას "My Heart Will Go On" , ფილმიდან "ტიტანიკი".
მესამე ადგილზეა Fatboy Slim, სიმღერით "Praise You", თავისი მეორე ალბომიდან "You've Come a Long Way, Baby".
მთლიანობაში, 1990-იანი წლების ყველაზე ცუდი სიმღერების ათეული ასე გამოიყურება:
1. "Love Is All Around" - Wet Wet Wet
2. "My Heart Will Go On" - Селин Дион
3. "Praise You" - Fatboy Slim
4. "Faith" - Limp Bizkit
5. "Sitting Down Here" - Лене Марлин
6. "Affirmation" - Savage Garden
7. "Zombie" - The Cranberries
8. "Lifted" - The Lighthouse Family
9. "Livin La Vida Loca" - Рики Мартин
10. "Because W New Musical Express e Want To" - Billie