უეფამ უკრაინის სასტუმრო ბიზნესს, Евро-2012-ის პერიოდში, სასტუმროებში ფასების დაკლებისკენ მოუწოდა. უეფა აცხადებს, რომ უკრაინაში არსებული ფასების გათვალისწინებით, ევროპელებს Евро-2012-ზე დასწრება გაუჭირდებათ.
"ტურნირის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით. ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ უკვე ყველაფერი მოგვარებულია და კონტროლს ექვემდებარება. თუმცა უკრაინაში რთული ვითარებაა იმ მიმართულებით, რომ უკრაინის სასტუმროს მფლობელებმა ჩემპიონატის მსვლელობისას სასტუმროს მომსახურების ფასები საკმაოდ გააძვირეს", - აცხადებენ უეფაში.
მათი განმარტებით, ეს ყველაფერი აზიანებს როგორც უკრაინის, ასევე თავად ტურნირის იმიჯს.
"ჩვენ ვთხოვთ სასტუმროთა მფლობელებს, რომ რაციონალურად იმოქმედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინაში ცხოვრებას აღავინ არარ მოინდომებს", - აცხადებს უეფას წარმომადგენელი.