საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საატესტატო გამოცდების გაერთიანებაზე მუშაობა არ მიმდინარეობს.
"მუშავდება სტრატეგიული გეგმა, რომელიც ეხება 2014 წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საატესტატო გამოცდების მაქსიმალურ დახვეწას", - განაცხადა შაშკინმა.
მისი თქმით, განათლების სამინისტროში ამ თემაზე მუშაობს სპეციალური კომისია.
"კომისიაში შედიან სკოლის დირექტორები, განათლების სამინისტროს ექსპერტები, ერთიანი გამოცდების ექსპერტები და უნივერსიტეტების რექტორები", - აღნიშნა მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ეროვნული გამოცდები და საატესტაციო გამოცდები გაერთიანდეს.