დღეს, 29 თებერვალს, ეროვნული ბანკის 84-დღიან N9, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.16%, მაქსიმალური 6.23%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.20%-ით განისაზღვრა.