"დემოკრატიული მოძრაობა" ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებს ერთიანი ფრონტი ჩამოაყალიბონ სააკაშვილის რეჟიმის დასამთავრებლად. ეს ინიციატივა დღეს საგანგებო ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ გააჟღერა.
მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტში გუშინდელი გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლას არ აპირებს.
"მინდა ოპოზიციურ სპექტრს მოვუწოდო რომ სააკაშვილის ხელისუფლების დასამთავრებლად შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რადგან გუშინ პრეზიდენტის გამოსვლისას ყველამ კარგად დავინახეთ რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნების გზით ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს", - აცხადებს ყოლბაია.
მისივე თქმით, პრეზიდენტის დაპირება რომ საქართველოში დამოუკიდებლი და გამჭვირვალე საპარალმენტო არჩევნები ჩატარდება ტყუილია და ამას მისი გუშინდელი გამოსვლის პათოსიც ადასტურებს.
ყოლბაიამ ოპოზიციას მოუწოდა, რომ ოქტომბრის არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე თვე გამოიყენონ, გააქტიურდნენ საერთაშორისო ასპარეზეზე, რითიც ხელისუფლებასაც აიძულებენ პოლიტიკური არენიდან წავიდნენ.