ირანში წარმოებულმა შესაძლო საბრძოლო მოქმედებებმა შესაძლოა კავკასიაში სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და უკონტროლო საიმიგრაციო პროცესები წარმოშვას. განცხადება ამის შესახებ დსთ-ს ანტიტერორისტული კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი ნოვიკოვმა გააკეთა.
"თუ აგრესია დაიწყება, ძნელი წარმოსადგენია თუ რა გეოპოლიტიკური ძვრები შეიძლება მოხდეს. ნებისმიერი ბიძგი საბრძოლო მოქმედებებისა და აგრესიისაკენ სერიოზულ გეოპოლიტიკურ ძვრებსა და საიმიგრაციო უკმაყოფილებებს გამოიწვევს", _ განაცხადა მან.
ნოვიკოვამ ასევე არ გამორიცხა რომ ირანში საბრძოლო მოქმედების დაწყების შემთხვევაში ისლამურ რესპუბლიკასთან მოსაზღვრე დსთ-ს ქვეყნებისკენ ლტოლვილების დიდი ნაკადი დაიძვრება. მანვე აღნიშნა, რომ ირანში ძალიან ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს.
"კეთდება ყველაფერი აუცილებელი, რომ ამგვარი დესტაბილიზაცია კასპიის ზღვის აკვატორიასა და სამხრეთ კავკასიაში თავიდან იქნეს აცილებული", _ აცხადებს ანდრეი ნოვიკოვი.