საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის განცხადებით საქართველოს მთავრობის ამოცანაა რომ ყველა ის ინიციატივა, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა წარმოთქვა ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ოჯახისთვის.
ურუშაძის თქმით, ახალ ინიციატივებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
"პრეზიდენტმა ბრძანა მთავარი, რასაც ელოდებოდნენ საქართველოში მცხოვრები ოჯახები, რომ ყველა ის მიღწევა, რაც არის ჯანდაცვის სფეროში გახდეს ხელმისაწვდომი ყველა ოჯახისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა რა არის ის რომ ვაშენოთ ჯანდაცვა, ვაშენოთ ევროპული კლინიკები, გადავამზადოთ და ხელი შევუწყოთ პროფესიულ განვითარებას, არამედ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ყველა ეს მოსმახურება თითოეულმა ოჯახმა გაიზიაროს", - განაცხადა ურუშაძემ.
მისი თქმით, პერზიდენტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები წამოვიდა ნარკოდმაოკიდებული მოქალაქეების შესახებ.
"მოგეხსენებათ ნარკოდანაშაულის შემცირებასთან ერთად ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო შანსი დაუბრუნდეს ოჯახს და ჩვეულებრივ ცხოვრებას. სწორედ ის რომ ამოღებული თანხის ნაწილი წავა სარეაბილიტაციო სერვისების დასაფინანსებლად, ის რომ პირველად საქართველოს ისტორიაში
ნარკოდამოკიდებულ მოქალაქეებს ეძლევათ შანსი თავიანთ ოჯახებს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდენენ არის გარდატეხვა ქართულ პოლიტიკაში", - განაცხადა ურუშაძემ. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის ინიციატივა.
"მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა. მეორე და მესამე ბავშვზე სახელმწიფო გასცემს ფულად დახმარებას. მთლიანობაში კი პრეზიდენტის მიერ წამოსული ინიციატივების მთავარი მიზანი არის ის რომ ის ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება გახდეს ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი", - აღნიშნა მინისტრმა.