როგორც ირკვევა, მილიარდერების უმრავლესობა არა მხოლოდ ხელმომჭირნე ხალხია, არამედ მრავალი მათგანი ძუნწიცაა. 4 მილარდერიდან მხოლოდ ერთი ყიდულობს ფეხსაცმელს, რომლის ღირებულებაც 100 დოლარზე მეტია. ახალი ავტომანქანით მილიარდერების მხოლოდ მესამედი დადის. მილიარდერების 50 % მხოლოდ არის მზად, იყიდოს საათი, რომლის ფასიც 250 დოლარს აღემატება.
ზოგიერთი მილიარდერის ხელმომჭირნეობის ახსნა კი ძნელია. მაგალითისთვის: თავისი დროის ცნობილი ფინანსისტი, ჰენრიეტა ჰოლდენგრინი, რომლის ქონება მისი გარდაცვალების დროისთვის, დღევანდელი განზომილებით 20 მილიარდი დოლარის ტოლი იყო, ყველაზე იაფფასიან ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდა. ეს იმის მიუხედავად, რომ მის საკუთრებაში ჩიკაგოს რამდენიმე კვარტალი იყო. იგი არ სარგებლობდა ღუმელით, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს იყო ძვირი სიამოვნება. როდესაც შვილი ცუდად გაუხდა, რამდენიმე დღე დახარჯა, რათა მოეძებნა საავადმყფო, სადაც მის შვილს ფეხზე ოპერაციას გაუკეთებდნენ, თუმცა ამ პერიოდში განვითარებული დაავადების შედეგად მის შვილს ფეხის ამპუტირება დასჭირდა.
აბსოლუტურად ყველაფერზე აკეთებდა ეკონომიას ნავთობის მაგნატი ჯონ პოლ გეტი, რომლის ქონებაც 30 წლის წინ 4 მილიარდი დოლარი იყო. ეს მაჩვენებელი იმ პერიოდში საკმარისი იყო მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულისთვის. სახლში ჩვეულებრივი ტელეფონების ნაცვლად ტაქსოფონები ჰქონდა. იმისათვის, რომ ტაქსოფონის მეშვეობით ზარი განხორციელებულიყო, საჭირო იყო მასში მონეტების ჩაყრა. ერთხელ მის სახლში უბედურება მოხდა: გაიტაცეს მისი საყვარელი შვილიშვილი და მოითხოვეს გამოსასყიდი 17 მილიონი დოლარი. ჯონ პოლ გეტი იმდენხანს ევაჭრა გამტაცებლებს, ვიდრე მის შვილიშვილს ყურის ნაწილი არ მოაჭრეს. მხოლოდ ამ "ამანათის" მიღების შემდეგ იგი გამოსასყიდის გადახდას დათანხმდა, თუმცა გამტაცებლებთან ვაჭრობით გამოსასყიდი თანხა 2,7 მილიონ დოლარამდე შეამცირა.
მსოფლიოს პირველი ფინანსისტი ვორან ბაფეტი, რომლის ქონებაც 40 მილიარდ დოლარზე მეტია, დღესაც პატარა ბინაში ცხოვრობს, რომლის ფასიც 30 ათას დოლარამდეა. აღნიშნული ბინა ბაფეტიმ დაახლოებით 50 წლის წინ იყიდა. ბაფეტი ძველი "ლინკოლნით" გადადაგილდება, რომელსაც შემდეგი ნომერი აქვს ტჰრიფტყ (მომჭირნე). ბაფეტი ქსელ "ფასტ ფუდში" იკვებება, რომლიც მის საკუთრებას წარმოადგენს. მას ჰყავს თვითმფრიონავიც, რომელიც მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ ხშირად უწევს მოგზაურობა და როგორც თავად აცხადებს, თვითმფრინავის შესყიდვით ძვირადღირებულ ბილეთებზე ეკონომია გააკეთა.
მსოფლიოში ცნობილი კომპანია "ტეტრა პაკის" მფლობელი ჰანს რაუსინგი, რომლის ქონებაც 8 მილიარ დოლარზე მეტია, ცნობილია იმით, რომ ვაჭრობს მაღაზიებში, რომლებიც დაბალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. ამავე დროს, მას ავტოპარკში ჰყავს 12 წლის ავტომანქანა "ნივა".
რაც შეეხება ყველაზე მდიდარ შვედს, ავეჯის კომპანია "იკიას" მფლობელ ინგვარ კამპარადს, რომლის ქონებაც 28 მილიარდ დოლარს შეადგენს, მგზავრობისას უპირატესობას ავტობუსებით გადაადგილებას ანიჭებს. ცხოვრობს მხოლოდ მესამე კლიასის სასტუმროებში. იკვებება იაფფასიან რესტორნებში. ხოლო მისი სახლი გაწყობილია 30 წლის წინ შეძენილი ავეჯით.
და ბოლოს "გუგლის" თანამფლობელი სერგეი ბრინი, რომლის ქონებაც 15 მილაირდ დოლარს აღემატება, 3-ოთახიან ბინაში ცხოვრობს, ძალიან ცოტას ხარჯავს კვებაზე, დადის "ტოიოტას" ელექტრომობილით. ზოგჯერ მისი ნახვა შესაძლებელია, როდესაც გორგოლაჭიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება.