რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი მოქლაქეებისთვის გზა უნდა ჩაიკეტოს. ამის შესახებ პარლამენტში დებატების დასრულების შემდეგ უმრვალესობის ერთ-ერთმა ლიდრმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
"ჩვენი ქვეყნის ტერიტორეიბი ნამდვილად არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ჩვკეტოთ გზა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. პირიქით, ისინი უნდა ჩამოვიდნენ და თავიანთი თვალით ნახონ, რა განსხვავებაა საქართველოსა და რუსეთს შორის", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, რუსეთში ყველაზე ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ რატომ გამოსდით რეფორმები ქართველებს და რუსებს არა.
"საქართველოში ეს იმიტომ გამოვიდა, რომ იყო პოლიტიკური ნება", - განაცხადა კუბლაშვილმა.