დღეს, 28 თებერვალს, იტალიელი კომპოზიტორი, დირიჟორი და საქსოფონისტი ფედერიკო მონდელჩი "თიბისი გალერეაში" კონცერტს გამართავს. მუსიკოსი ნაწარმოებებს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად შეასრულებს.
29 თებერვალს კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში იტალიელი საქსაფონისტი საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იტალიურ კინომუსიკასა და არგენტინულ ტანგოს შეასრულებს.