დღეს, 28 თებერვალს, 18:00 საათზე, მ. ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" მწერლის, კინომსახიობის, ქორეოგრაფის, სპორტსმენისა და კინორეჟისორის გივი სიხარულიძის შემოქმედებითი საღამო მოეწყობა. 28 თებერვალს გივი სიხარულიძეს 68 წელი შეუსრულდა.
საღამოზე მწერალი რამდენიმე ახალი წიგნის - "არაბულა", ის+მე", "იამური - წვიმის წვეთი" პრეზენტაციას გამართავს.
გივი სიხარულიძე თოთხმეტი წიგნის ავტორია. მიღებული აქ სხვადასხვა სახის ჯილდოები და საერთაშორისო პრემიები. არის ნ. ლორთქიფანიძის პრემიის ლაურეატი.