რუსეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლებაში 2030 წლამდე დარჩება.
"იგი დარჩება ხელისუფლებაში მინიმუმ 2030 წლამდე. ახლა პუტინი ექვსი წლით მოვა, შემდეგ კიდევ ექვსით, შემდეგ კი თავის იმავე მეგობარს დატოვებს", _ აცხადებს ჟირინოვსკი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, ყველა სოციოლოგიური რეიტინგი, რომელიც ბოლო პერიოდში გავრცელდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.