აუქციონის სახლმა "სოტბიმ" როი ლიხტენშტეინის ნამუშევარი "მძინარე გოგონა" გასაყიდად გამოიტანა. მათი ვარაუდით, ნახატი მინიმუმ 40 მლნ. დოლარად გაიყიდება.
"მძინარე გოგონა" შედის კომიკსების სტილში შესრულებულ ნახატთა სერიაში. ლიხტენშტეინი მასზე 1960-იან წლებში მუშაობდა. 2011 წელს ნახატი "მე ვხედავ ოთახს, მაგრამ იქ არავინაა", რომელიც ამავე სერიაში შედის, "ქრისტის" აუქციონზე 43.2 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც ლიხტენშტეინის ნამუშევრების რეკორდულო ფასია.
"მძინარე გოგონა" გასაყიდად ლიხტენშტეინის მემკვიდრეებმა ლოს-ანჯელესიდან - ფილიპ და ბეატრის გერშმა - გამოიტანეს. ადრე ლიხტენშტეინს ეს ნამუშევარი მხოლოდ ერთხელ, 1989-1990 წლებში, ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა.
თანამედროვე ხელოვნების აუქციონი,სადაც წარმოდგენილი იქნება "მძინარე გოგონა", 9 მაისს ნიუ-იორკში გაიმართება.