Volkswagen-მა 2011 წელს რეკორდული მოგება მიიღო. კომპანიის ინფორმაციით, პროცენტებისა და გადასახადების გადახდის გარეშე მისმა მოგებამ წელიწადში 58 % შეადგინა, რაც თანხობრივად 11,3 მლრდ. ევროა. 2010 წელს კომპანიის მოგება 7,14 მლრდ. იყო.
Volkswagen ავტომობილების მწარმოებელი გერმანული კომპანია Volkswagen 1937 წელს დაარსდა. მის მფლობელობაშია "აუდი", "ბენტლი", "ბუგატი", "ლამბორჯინი" და "პორშეს" აქციების 49,9%, ასევე "შკოდა".