საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის პორტში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"აფხაზეთში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. გარკვეული სპეკულაციებისგან თავს შევიკავებ, რადგან ამ საკითხის გარშემო მაინც მცდარი ინფორმაციების გავრცელება მოხდა. იმისთვის, რომ ოჯახის წევრები და საზოგადოება ზედმეტად არ დავტვირთოთ, ვამჯობინებდი, რომ სანამ კონკრეტული ინფორმაცია არ გვექნება არ მოხდეს ამის გახმაურება", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში მყოფი ოთხი ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს.ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის პორტში ერთი წელია იმყოფებიან. გიორგი საბანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე კომპანია სტარ ენ შიპინგის კუთვნილ გემზე 2011 წლის 21 თებერვალს ავიდნენ.მათ ოჯახების ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტეროტორიაზე მოტყუებით, კანონის დარღვევითა და თაღლითური გზით შეიყვანეს.
მეზღვაურებს გასამრჯელოს სახით ამ დრომდე არაფერი არ მიუღიათ. ახლობლები მომხადრში დამსაქმებეს, ლაურა ჩადუნელს ადანაშაულებენ.თუმცა თავად ჩადუნელი აცხადებს, რომ მეზღვაუები საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან და გასამრჯელოსაც მიიღებენ.