დღეს, 27 თებერვალს, 17:00 სთ-ზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის მანანა ხომერიკის წიგნის "იმერეთის სამეფოს გაუქმება, 1819-1820 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები"-ს პრეზენტაცია მოეწყობა.
წიგნი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დახმარებით გამოიცა. მასში მრავალრიცხოვანი დოკუმენტური მასალის ფონზე იმერეთის სამეფოს ბოლო პერიოდის ისტორია გახლავთ გაშუქებული. განსაკუთრებით საინტერესოა წიგნის ის ნაწილი, სადაც იმერეთის ბაგრატიონებზეა საუბარი.
გამოთქმულია ახალი მოსაზრებები იმ თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სკანდალურ თემაზე, როგორიც გახლავთ საქართველოს ტახტის მემკვიდრის საკითხი. პრეზენტაციას დაესწრებიან როგორც ისტორიკოსები, ასევე საკითხით დაინტერესებული პირები.