ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, თურქეთის ცენტრალურ ბანკთან ვალუტის გაცვლის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. საუბარია 10 მლრდ. იუანზე (1,59 მლრდ. დოლარი). 
ხელშეკრულება ძალაშია 3 წლის განმავლობაში და იგი მხარეთა თანხმობის შემთხვევაში ავტომატურად გაგრძელდება. 
ხელშეკრულების გაფორმების მიზანს კი ფინანსური თანამშრომლობის გაუმჯობესება, ორმხრივი სავაჭრო კავშირის გაძლიერება და რეგიონში  ფინანსური სტაბილურობის გარანტირებულობა წარმოადგენს.