გალის რაიონში სოფელ დიხაზურგას მკვიდრის ბესიკ ბართავას მკვლელობის საქმეს იძიებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული ბესიკ ბართავას ცხედარი სოფელ ჭუბურხინჯში მიტოვებული სახლის სარდაფში იპოვეს.
როგორც აღმოჩნდა, ბართავა სოფელ დიხაზურგაში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლიდან ორი დღის წინ სამმა უცნობმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა გაიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. აფხაზური მხარე იუწყება, რომ ბოტორმოქმედები ბართაიას გატაცების დროს მეგრულ და რუსულ ენებზე საუბროდნენ.