უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას სანებართვო მოსაკრებლისგან განთავისუფლდებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ" კანონში.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათან გათანებრებული დაწესებეულებები/წარმოამდგენლობები მათი ოფიციალური მიზნებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას სანაბერთვოო მოსაკრებლის გადასახადისგან თავისუფლედებიან.
როგორც კანონპროექტის განმატრტებით ბარათშია ნათქვამი, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი ერთ სიხშირეზე 500 ლარს შეადგენს, შესაბამისად ცვლილბების დამტკიცების შემდეგ დიპლომატიური წარმომადგენლობები აღნიშულ თანხის გადახდისგან განთავისუფლდებიან.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი საქართველოს მთავრობაა.