ბათუმის ენერგეტიკულ სამიტში მონაწილე სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გრძელდება. ჯგუფის წევრები დღეს დაასრულებენ მუშობას იმ დოკუმენტზე, რომელსაც პრეზიდენტები ხელს ბათუმში მოაწერენ.
საუბარია ძირითადად ენერგოუსაფრთხოებასა და სამხრეთკავკასიური დერეფნის განვითარებაზე, რომელიც კასპიური ენერგორესურსებით ევროპის მომარაგებას გულისხმობს.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ბათუმის სამიტამდე ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია, სულ 10 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. სამიტი 14 იანვარს გაიმართება.