საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" წევრები პრეზიდენტის გამოსვლისას დაგეგმილ დებატებზე საკუთარ დროს „ქართულ ოცნებას" უთმობენ.
ამის შესახებ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
ლორთიფანიძის თქმით, ბიუროს სხდომაზე დამატებითი დროის მოთხოვნასთან დაკავშირებით პირველი თავს მას ფსევდოპოზიციის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე დაესხა, რომელსაც უმრავლესობაც აჰყვა.
„ფრაქციამ "ერთობა სამართლიანობისთვის" მიიღო გადაწყვეტილება, რომ კუთვნილ 15 წუთშიც ჩაატიოს სათქმელი და პრეზიდენტს, რომლის ანგარიშით წარსდგომა ამ მოწვევის პარლამენტში უკანასკნელია, სიმართლე პირდაპირ უთხრას", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ და აქვე დასძინა, 15 წუთს ფრაქციის პარტიული წევრები - ჯონდი ბაღათურია და გიორგი ცაგარეიშვილი გადაინაწილებენ.
ამასთან, ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ფრაქცია მხარს უჭერს "ქართული ოცნების" გაცხადებულ მისწრაფებებს და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი, უარს ამბობს სიტყვით გამოსვლაზე და მათ დროს, "ქართული ოცნების" წარმომადგენელს, გიორგი ცაგარეიშვილს დაუთმობენ.
მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტის ანგარიშით გამოსვლის შემდეგ დაგეგმილ დებატებზე 7 წუთით, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბარათურია ისარგებლებს, 8 წუთით კი გიორგი ცაგარეიშვილი.