2012 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (90 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (84 მლნ. აშშ დოლარი) და გერმანია (54 მლნ. აშშ დოლარი), რომელმაც სააგარიშო პერიოდში, წინა წლის იანვართან შედარებით, პოზიციურად მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
2012 წლის იანვარში საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 646 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 157 მლნ. აშშ დოლარი იყო (5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 490 მლნ. აშშ დოლარი (8 პროცენტით მეტი). „საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარში 333 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 51 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურში აცხადებენ, რომ 2012 წლის იანვარში წინა წლებთან შედარებით ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. განსაკუთრებით დიდი ზრდაა 2009 წლის იანვართან შედარებით (153 პროცენტი). იმპორტი და საგარეო სავაჭრო ბრუნვაც გაზრდილია სამივე წლის შესაბამისი პერიოდების მიმართ.