ბათუმის ვიცე-მერების რაოდენობა იზრდება. ბათუმის მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების თანახმად, ბათუმის მერის რობერტ ჩხაიძის გადაწყვეტილებით, ქალაქის მეოთხე ვიცე-მერის თანამდებობაზე ნათია სურგულაძე დაინიშნა, რომელიც აქამდე მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილებას უფროსის პოსტი ეკავა.
იმავდროულად ცნობილი ხდება, რომ შეიცვალა რამდენიმე საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელიც. კეთილმოწყობის სამსახურს დღეიდან კურირებას პაატა აციმბა გაუწევს. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად კი გოჩა ძნელაძე დაინიშნა, ამასთანავე მერიაში შეიქმნა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, რომელსაც ლაშა ნაკაშიძე უხელმძღვანელებს.