საერთაშორისო წითელი ჯვარი აცხადებს, რომ სირიაში აწარმოებს მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ყველა დაინტერესებულ მხარესთან".
ორგანიზაციის მონაცემებით, ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ძალადობის შეწყვეტისკენ განსაკუთრებით დაზარალებულ რეგიონებში, რათა შესაძლებელი გახდეს იქ ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა.
წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ მათ აქვთ ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციისა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის რამდენიმე ვარიანტი.
შეგახსენებთ, რომ სირიაში დაპირისპირება სახელისუფლებო ძალებსა და მათ მოწინაარმდეგეებს შორის 2011 წლის მარტში დაიწყო. ამ დროსთვის დაღუპულად ითვლება 6 ათსამდე ადამიანი.