აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2009 წლის 26 დეკემბერი - 2010 წლის 1 იანვრის კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 1,3 მლნ ბარელით და შეადგენს 327,3 მლნ ბარელს, რაც 0,5 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 3,7 მლნ ბარელით 219,7 მლნ ბარელამდე, რაც 2,9 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
დისტილატების მარაგები შემცირდა 0,3 მლნ ბარელით 159 მლნ ბარელამდე, რაც 8,9 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში გაიზარდა 0,5 მლნ ბარელით და შეადგენს 726,6 მლნ ბარელს.
კვირის განმავლობაში აშშ-ში ნავთობის საკუთარი მოპოვება შემცირდა 5,512 მლნ ბარელიდან 5,507 მლნ ბარელამდე/დღეში.
ნავთობის გადამუშავება შემცირდა 13,879 მლნ ბარელიდან/დღეში 13,792 მლნ ბარელამდე/დღეში.
ნავთობის იმპორტი გაიზარდა 8,03 ბარელიდან 8,36 მლნ ბარელამდე/დღეში.