20 აპრილამდე ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციამ 14 შერჩეულ ავტოგასამართ სადგურზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სანიტარიული კვანძების მოწყობა უნდა უზრუნველყოს.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტსა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გამორმდა, რომლის თანახმადაც, ასოციაცია თავისი წევრი კომპანიების (ვისოლი, ლუკოილი, ეკოჯორჯია, რომპეტროლი, სოკარი) მეშვეობით უზრუნველყოფს 14 სანიტარული კვანძის მოწყობას საქართველოს რეგიონებში მდებარე ავტოგასამართი სადგურების ტერიტორიაზე, კერძოდ: ავტომაგისტრალის სიღნაღის, გურჯაანი-თელავის, რუსთავი-ბოლნისის, ბოლნისი-დმანისის, კასპი-გორის, ქარელი-ხაშურის, ხაშური-ბორჯომის, ბორჯომი-ახალციხის, ზესტაფონი-ქუთაისის, ტყიბული-ამბროლაურის, ზუდიდი-წალენჯიხის, სენაკი-ფოთის, ლანჩხუთი-ურეკის და ქობულეთი-ბათუმის მონაკვეთებზე.
წლის ბოლომდე ტურიზმისა დეპარტამენტი მთელი ქვეყნის მაშტაბით, ავტოგასამართი სადგურების მონიტორინგს გეგმავს, რომლის შემდეგაც შესაბამის კომპანიებზე სანიტარიული კვანძების მოწყობის რეკომენდაციას გასცემს.