საქართველოს ეროვნულიო ბანკი საბანკი "საგადასახადო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე საბანკო სექტორთან აქტიურ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს. როგორვ დღეს სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, საბანკო სექტორისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ განმარტა, შეხვედრაზე საბანკო სექტორმა მრავალი საკითხი წამოაყენა, რომელზედაც მუშაობას სებ-ი მომავალში გააგრძელებს.
"შეხვედრაზე ბანკების მხრიდან არაერთი საკითხი იყო დასმული. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოდ მივიღოთ ისეთი შედეგები, რომელიც ქვეყანაში საბანკო აქტივობას გაზრდის. დარწმუნებული ვარ ასეთი შეხვედრების შედეგად მივაღწევთ იმას, რომ არ დაზაარაკლებს როგორც საბანკო სექტორი და სახელმწიფო"- აცხადებს ქადაგიძე.