9 აპრილიდან ესტონეთის ნაციონალური გადამზიდი თბილისი-ტალინის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ესტონეთის მიმართულებით ავიარეისები კვირაში ოთხჯერ, CRJ ტიპის თვითმფრინავით შესრულდება და ბილეთის ფასი, 185 ევროდან დაიწყება. ავიაკომპანია მგზავრებს, კომფორტულ და უსაფრთხო ფრენას სთავაზობს.
"ესტონეთის ავიახაზები", რომლის თანამედროვე ავიაპარკი 6 თვითმფრინავს მოიცავს, ტალინში ჩასულ მგზავრებს ევროპის წამყვან ქალაქებთან: ამსტერდამთან, ბარსელონასთან, ბრიუსელთან, კოპენჰაგენთან, ჰანოვერთან, ჰელსინკთან, ლონდონთან, მილანთან, ნიცასთან, ოსლოსთან, პარიზთან, რიგასთან, სტოკჰოლმთან, ვენასა და ტარტუსთან დასაკავშირებლად, საუკეთესო ტარიფებს სთავაზობს.
"ესტონეთის ავიახაზებს" მჭიდრო კავშირი აქვს სკანდინავიის ავიახაზების სისტემასთან (SAS). ავიაკომპანია რეგულარულად დაფრინავს შAშ-ის ჰაბებში, კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში. "ესტონეთის ავიახაზები" ამაყობს "კარგად დაკავშირებული SAS-თან" სტატუსით. მისი ერთგული მომხმარებლები კი სისტემატურად სარგებლობენ SAS-ის ევრო ბონუს სქემით.
დღემდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრები ესტონეთში, მესამე ქვეყნის გავლით, ტრანზიტული რეისით დაფრინავდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელი "ტავ ჯორჯიამ" წარმატებით დაიწყო. თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მსოფლიოში საუკეთესო, 5 ვარსკვლავიან ავიაკომპანიას "ყატარის ავიახაზებს" უმასპინძლა. ზაფხულის სეზონის განმავლობაში "ესტონეთის ავიახაზების" გარდა ქართულ ავიაბაზარზე, იტალიის უმსხვილესი ავიაგადამზიდის - A"ალიტალიას" შემოსვლაც იგეგმება.