საბანკო და სახელმწიფო იპოთეკის გათანაბრებით, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ბანკების მხრიდან საპროცენტო განაკვეთის 2-3 %ით დაკლებას წინასწარმეტყველებს.
გვასალიას განცხადებით, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებით, იპოთეკით დატვირთული ქონების, რეალიზაციო გაადვილდება. დღემდე იპოთეკით დატვირთული ქონების, რომელიც ბანკის მიერაც იყო დატვირთული იპოთეკით და საგადასახადოს მხრიდანაც, რეალიზაცია ჭიანურდებოდა.
"ასეთ ფონზე ფულის ამოღებას ვერც ბანკი ახერხებდა და ვერც საგადასახადო სამსახური. დღევანდელი კანონმდევბლობით, თუ ბანკი ყიდიდა ქონებას მას აუცილებლად საგადასახადო იპოთეკა გადმოყვებოდა და თუ საგადასახადო ყიდიდა მას აუცილებლად ბანკის იპოთეკა გადმოუყვებოდა. ასეთ ქონებას კი არავინ ყიდულობდა. თუმცა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით უნდა მოხდეს როგორც საგადასახადო ასევედ საბანკო იფოთეკის გათანაბრება, რაც ხელს შეუწყობს როგორც საკრედიტო პიორთფელის ზრდას ასევე ქონების რეალიზაციას"- აცხადებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.
გვასალიას ინფორმაციით, დღეისათვის საბანკო სექტორის მიერ გაცემული სესხების 40 % იპოთეკითაა დატვირთული და საგადასახადო კოდექსში შეტანლი ცვლილებების შემსდეგ სესხების მოცულობა დაახლოებით 25 %-ით გაიზრდება და საპროცენტო განაკვეთი 2-3 %-ით დაიკლებს.