წლევანდელ სეზონზე საზღვარგარეთ 47 770 168 კგ ციტრუსი გადაიტვირთა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი რაოდენობის (41 004 081 კგ) ციტრუსი უკრაინაში გაიგზავნა.
ციტრუსის ექსპორტის კუთხით მეორე ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც მიმდინარე სეზონზე 3 526 566 კგ მანდარინი გაიგზავნა. ბელორუსიაში სეზონზე 1 303 667 კგ ციტრუსი, სომხეთში 1 244 566 კგ, ყაზახეთში 294 806 კგ, ხოლო ქუვეითში 204 818 კგ ციტრისია ექსპორტირებული.
მომავალი სეზონიდან კი ქვეყანაში მანდარინის საადრეო ჯიშების შემოტანა იგეგმება, რაც სანერგე მეურნეობის განვითარებასმ შეუწყობს ხელს. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონზე ექსპორტიორები 1 კილოგრამ მანდარინს მოსახლეობისაგან 40-50 თეთრად იბარებდნენ. სეზონზე სიახლე იყო ისიც, რომ მანდარინის ექსპორტი საზღვარგარეთ ქართული ეტიკეტითა და ახალი ტექნოლოგიური შეფუთვით ხდებოდა.