2010 წლის ბოლომდე საქართველო სოფლის მეურნეობის ოთხ საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო გამოფენები დიდ ბრიტანეთში, სინგაპურში, აშშ-სა და გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს თავისი პროდუქციის უკეთ წარმოჩინებას და პოპულარიზაციას შეეცდება.
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ნებისმერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგანაც ამ დროს მწარმოებლებს სხვა ქვეყნის მეწარმებთან და დისტრიბუტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე დაზუსტებულია იმ გამოფენების ნუსხა, სადაც საქართველო საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოჩინებას შეეცდება:International Wine Exhibition - WINE FOR ASIA 2010 (სინგაპური), London international Wine and Spirits Fair 2010 (ინგლისი), ProWein International Wine Fai (გერმანია), International Wine Fair (აშშ).